აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა გაიგოს, რომ ირანული ნავთობის ექსპორტის შემცირება ნეგატიურ გავლენას იქონიებს მსოფლიოში ნავთობის ფასზე.
ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნავთობის ფასის საკითხს ყოველთვის ახლავს პოლიტიკა, თუმცა „უკეთესი იქნებოდა, რომ სჭარბობდეს ეკონომიკა“.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მაისში დონალდ ტრამპმა ამერიკის ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა. ამის შემდეგ კი ამერიკამ განიზრახა სანქციების შედეგად ირანის ნავთობის ექსპორტი დაიყვანოს ნულამდე. ირანის წინააღმდეგ სანქციების ერთი ნაწილი უკვე ამოქმედებულია, მთავარი ნაწილი ძალაში კი 4 ნოემბრიდან შევა.
როგორც დონალდ ტრამპმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აშშ მუშაობს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ირანისგან ნავთობს ყიდულობენ, რათა შეამცირონ მაქსიმალურად ნავთობის შესყიდვები.
კოკა კვირკველია