კომპანია Samsung-მა „ვან გოგის“ მუზეუმთან ხელშეკრულება გააფორმა.
შედეგად, კომპანია მხატვრის 25 ტილოს საკუთარ ტელევიზორებში 4K ფორმატში უჩვენებს და მათ ექსპონატის როლს მოარგებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
სპეციალური ფუნქციის შედეგად, რომელიც ხელმოწერების გზით ვრცელდება, მომხმარებლები შეძლებენ საკუთარ ტელევიზორებზე გამოიტანონ არა მხოლოდ მხატვრის ნამუშევრები, არამედ სხვა გამოსახულებებიც.
ტელევიზორს კიდეებზე გააჩნია სხვადასხვა ფერის ჩარჩოები, რომლებიც მას ტილოს ჩარჩოს იერს აძლევენ. კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, მომხმარებლებს მაგალითისთვის შეეძლებათ ეკრანზე გამოიტანონ ვან გოგის „მზესუმზირები“ და აქციონ ნებისმიერი ოთახი დინამიურ გალერეად - ამისთვის კი ამუშავებულია სპეციალური ტექნოლოგია, რომელიც კადრებს ასახავს ეკრანზე.
მომსახურება, რომელიც საშუალებას მოგცემთ ტელევიზორი ხელოვნების ნიმუშის ამსახველ სტენდად აქციოთ, ხელმოწერების მეშვეობით ვრცელდება და 4,99 დოლარი ღირს. მას შემდეგ, რაც Samsung-მა ეს ფუნქცია წარადგინა, კომპანიას სხვადასხვა გალერეებიდან დაუკავშირდნენ, შედეგად კი კოლექცია 800 გამოსახულებამდე გაიზარდა.
კოკა კვირკველია