Facebook-მა ვირტუალური რეალობის ახალი სათვალე Oculus Quest წარმოადგინა (+ვიდეო)

კომპანია Facebook-მა მისი ახალი პროდუქტი, ვირტუალური რეალობის სათვალე Oculus Quest- წარადგინა.

ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ საკუთარ გვერდზე გაავრცელა, სადაც წერს, რომ ახალი პროდუქტი პირველი მრავალფუნქციური სისტემის მქონე სათვალეა, რომელიც საშუალებას იძლევა გაიხედოთ ვირტუალურ სივრცეში ნებისმიერი მიმართულებით და იმოძრაოთ მასში ისევე, როგორც ეს „მატერიალურ სამყაროში“ ხდება.

სათვალეები, რომელსაც თანდართული 64 გეგაბაიტიანი მოცულობა აქვთ, გაყიდვაში მომავალი წლის გაზაფხულზე გამოვა და მისი ფასი 399 დოლარი იქნება.

სათვალეებზე, რომელიც აღჭურვილია ორი მცირე ზომის ეკრანით, განთავსებულია სპეციალური სენსორები, რომლებიც უქმნიან ადამიანებს ვირტუალურ სივრცეს. კომპანია აცხადებს, რომ ამ მოწყობილობის გამოსვლისთანავე ხელმისაწვდომი იქნება 50 თამაში და ეს მონაცემი ეტაპობრივად გაიზრდება.

კოკა კვირკველია