იანვარ-აგვისტოში ექსპორტზე 51.2 მლნ დოლარის ღირებულების ოქრო გავიდა

2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) ) 8 100.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც ექსპორტი 2 146.4 მლნ დოლარი იყო.სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი 319 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 243 მლნ აშშ დოლარი იყო; მესამე ადგილზე კი ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა, რომლის ექსპორტმაც 230 მლნ დოლარი შეადგინა.

10 უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებს შორის მოხვდა ოქრო დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით. კერძოდ, საქსტატის ცნობით, ამ ჯგუფის ექსპორტმა გასულ თვეებში 51.2 მლნ ამერიკული დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 46.7 მლნ დოლარი იყო.