„მეტრა პარკის“ ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი - საბავშვო ბაღი შეემატა

„მეტრა პარკის“ ინფრასტრუქტურას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ობიექტი - საბავშვო ბაღი შეემატა.

ამის შესახებ „მეტრა დეველოპმენტიდან“ იუწყებიან. მათივე ინფორმაციით, თბილისის უბნური ინფრასტრუქტურული კომპლექსები ახალი ობიექტებით ივსება. „მეტრა პარკის“ შემთხვევაში აქცენტი კეთდება არა სავაჭრო ცენტრებზე, არამედ ისეთ დაწესებულებებზე, როგორიცაა საბავშვო ბაღი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, „მეტრა დეველოპმენტმა“ თავისი უბნის, „მეტრა პარკის“ მცხოვრებლებისთვის თავიდანვე კომფორტული გარემოს შექმნა დაისახა მიზნად და ტერიტორიაზე ისეთი ობიექტების გახსნას მიანიჭა უპირატესობა, რომლებიც ხელსაყრელი იქნებოდა მობინადრეებისთვის და მეტ კომფორტს შეუქმნიდა მათ.

„სწორედ ამას ემსახურებოდა საბავშვო ბაღის გახსნაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია „მეტრაში“ მცხოვრები ყველა ოჯახისთვის. ეს არის დამატებითი კომფორტი მოსახლეობისთვის. „მეტრა“ მომავალშიც გეგმავს მომხმარებელზე მორგებული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ამ მიმართულებით მუდმივ რეჟიმში მუშავდება პროექტები“, - აცხადებენ „მეტრა დეველოპმენტის“ მენეჯერები.

„მეტრას“ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი კომპანია „ანბანელამ“ გახსნა. დაწესებულება 6 სასწავლო ჯგუფს მოიცავს, რომლებშიც აღსაზრდელების რაოდენობა 15 ბავშვს არ აღემატება. საბავშვო ბაღი დიდი და ნათელი ოთახებით, დაცული და კეთილმოწყობილი ეზოთია უზრუნველყოფილი.

„საბაღო ცხოვრება პატარასთვის ახალი შთაბეჭდილებების, გარემოსთან ადაპტირების პირველი ეტაპია, ამიტომ მათთვის კომფორტული გარემოს შექმნა ჩვენი პრიორიტეტია და ვცდილობთ, მინიმალური სტრესის პირობებში შევძლოთ მათი ნდობისა და სიყვარულის მოპოვება. შემდეგ კი აქტიურად ვერთვებით მათ აღზრდასა და განვითარებაში. ბაღში, ქართულთან ერთად, ფუნქციონირებს რუსული და ინგლისური სექტორებიც“, - ამბობს „ანბანელა SuperKids“-ის დირექტორი ქეთევან წულიაშვილი.

როგორც „მეტრა პარკში“ აცხადებენ, საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია სუფთა ჰაერი, ეკოლოგიური გარემო და ახალი ფილიალის გასახსნელად „ანბანელა SuperKids“-მა სწორედ ამიტომ შეაჩერა არჩევანი მათზე არჩევანი.

„ჩვენი არჩევანი, ბაღი სწორედ ამ ტერიტორიაზე გაგვეხსნა, განპირობებულია ამ ნიშნითაც, რომ ქალაქის ამ ნაწილში გამორჩეული კლიმატია. გვაქვს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი ღია სივრცე, სათამაშო მოედანი... ეზოები აღჭურვილია თანამედროვე, სრულიად უსაფრთხო სათამაშოებით“, - ამბობს ქეთევან წულიაშვილი.

„ანბანელას“ აღსაზრდელების ძირითადი ნაწილი სწორედ „მეტრა პარკის“ მობინადრეა.

„ანბანელას“ ქალაქის მასშტაბით კიდევ ორი ფილიალი აქვს და წლების მანძილზე დაგროვილმა გამოცდილებამ მისცა საფუძველი იმისა, რომ უკვე საკუთარი, თანამედროვე სტანდარტებით დაპროექტებული და სპეციალურად საბავშვო ბაღის სპეციფიკაზე მორგებული კომპლექსი შეეთავაზებინა „მეტრა პარკის“ მაცხოვრებლებისთვის.

„ცნობისთვის, „მეტრა დეველოპმენტის“ მენეჯმენტი „მეტრა პარკის“ განაშენიანების პარალელურად მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ბუნებრივი ლანდშაფტისა და მისი ეკოლოგიური უპირატესობების შენარჩუნებას, რაც რეკრეაციული ზონების განვითარებას გულისხმობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.