სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ელექტრონულ აუქციონზე გასაყიდად გამოიტანა ქ. თბილისში, ვალენტინ თოფურიძის ქუჩა N19-ში მდებარე 1 291 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები (ს/კ N01.10.18.006.009). უძრავი ქონების საწყისი ფასი 423 000 ლარს შეადგენს.
აუქციონის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:
https://www.eauction.ge/Home/EntityView/553623
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული სხვა საპრივატიზებო ობიექტების სანახავად ეწვიეთ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდს http://nasp.gov.ge/ ან დარეკეთ სააგენტოს ცხელ ხაზზე: (+995) 32 298 11 11.