აუქციონზე სამი კომერციული ბანკის განაცხადი დაკმაყოფილდა

დღეს გამართულ ეროვნული ბანკის 7 დღიან რეფინანსირების აუქციონზე, რომლის მოცულობამ 555 000 000 ლარი შეადგინა, განაცხადი დაუკმაყოფილდა სამ კომერციულ ბანკს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 4.00 პროცენტით, მაქსიმალური 4.01 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 4.00 პროცენტით განისაზღვრა.

რეფინანსირების აუქციონები ყოველკვირეულად, ხუთშაბათობით ტარდება და წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს.