საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი მეგაფეშენებელურ „ახლო აღმოსავლეთის რივიერას“ შექმნის

საუდის არაბეთის სუვერენული ფონდი (Public Investment Fund — PIF) წითელი ზღვის სანაპიროზე სუპერ მდიდრულ კურორტს ააშენებს.

ერ რიადი იქ მდიდარი და გავლენიანი ტურისტების მოზიდვას გეგმავს. კურორტის სახელი ამალა იქნება და ის 3800 კვადრატულ კილომეტრზე გაშენდება, რომელიც ორიენტირებული იქნება ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარ დამსვენებელზე, რომელსაც სურვილი აქვს მედიტაციას მიეცეს.

როგორც Bloomberg-ი წერს, პროექტის ავტორების მტკიცებით ამალა გახდება ახლო აღმოსავლური რივიერა. ამას გარდა, აეროპორტის, ლუქს კლასის სასტუმროების, ასობით ვილებისა და რეზიდენციის გარდა, დაგეგმილია სპორტული ინფრასტრუქტურის, სამხატვრო გალერეების და იახტ კლუბების მოწყობა.

ამ დროისთვის არ კონკრეტდება, დაიშვება თუ არა გამონაკლისი საუდის არაბეთის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამო ალკოჰოლის მიღების და დრესკოდის თაობაზე.

სუვერენული ფონდის განმარტებით, პროექტის მშენებლობაში ასევე ჩაერთვებიან კერძო ინვესტორები. ამ დროისთვის უცნობია პროექტის მიახლოებული ღირებულებაც კი.

კოკა კვირკველია