მიმდინარე თვეში საწვავი კვლავ გაძვირდა. კერძოდ, ზოგიერთი ტიპის საწვავის ფასი ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე 5 თეთრით არის დაკორექტირებული.
მათ შორის, 26 სექტემბრიდან გაძვირდა დიზელი „გალფის“ ავტოგასამართ სადგურებზე. კერძოდ, 27 სექტემბრის მდგომარეობით, 5 თეთრით არის გაძვირებული ევრო დიზელი და 2.54 ლარი ღირს; ასევე 5 თეთრით არის მომატებული ევრო დიზელის ფასი და 2.62 ლარი ღირს. ამასთან, დღეის მდგომარეობით, 1 ლიტრი „G-Force პრემიუმის“ ფასი 2.55 ლარია, მაშინ როცა 4 სექტემბრის მდგომარეობით, მისი ფასი 2.51 ლარი იყო; 25 აგვისტოსთან შედარებით, 3 თეთრით არის გაძვირებული „G-Force ევრო რეგულარი“ და 2.45 ლარი ღირს; 1 ლიტრი „რეგულარის“ ფასი 2.37 ლარიდან 2.39 ლარამდე გაიზარდა; ხოლო „სუპერის“ ფასი 2.61 ლარია.
„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე დღეის მდგომარეობით, „ეკოპრემიუმის“ ღირებულება 2.60 ლარია; 1 ლიტრი „ევრო რეგულარის“ - 2.52 ლარი; „ეკო სუპერი “ – 2.68 ლარი ღირს; „დიზელ ენერჯის“ ფასი - 2.52 ლარს შეადგენს; „ეკო დიზელის“ ტიპის საწვავის ფასი კი - 2.62 ლარია.
„ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურებზე „პრემიუმ ავანგარდი“ 2.45 ლარი, „ევრო რეგულარი“ 2.32; „ევრო დიზელი“ 2.45 ლარი ღირს. „ევრო სუპერის“ ტიპის საწვავის ფასი კი 2.55 ლარია.
„სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე 27 სექტემბრის მდგომარეობით, 1 ლიტრი „პრემიუმის“ ფასი - 2.55 ლარია, 1 ლიტრი „რეგულარი“ 2.45; „სუპერის“ ტიპის საწვავი კი 2.65 ლარი ღირს; ხოლო „ევრო დიზელისა“ და დიზელის ფასი შესაბამისად, 2.55 და 2.45 ლარია.
რაც შეეხება „რომპეტროლის“ ავტოგასამართ სადგურებს, „ევრო პრემიუმის“ ფასი - 2.60 ლარია; „ევრო რეგულარის“ ტიპის საწვავი 2.50 ლარი ღირს; „efix ევრო დიზელის“ ფასი დღეის მდგომარეობით, 2.57 ლარი; 1 ლიტრი „ევრო დიზელის" კი 2.50 ლარია; ხოლო „სუპერის“ ღირებულება 2.68 ლარს შეადგენს.