საკრებულოს აპარატის უფროსი - გულიკო ზუმბაძემ 2012 წლიდან 2014 წლის აპრილამდე პრემიის სახით 49 ათასზე მეტი აიღო

საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა გულიკო ზუმბაძემ 2012 წლიდან 2014 წლის აპრილამდე პრემიის სახით 49 ათას ლარზე მეტი აიღო.

ამის შესახებ საკრებულოს აპარატის უფროსმა გიორგი ფიცხელაურმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, გულიკო ზუმბაძეს თანამდებობაზე ყოფნის დროს აღებული აქვს პრემია, ზოგ შემთხვევაში კი ხელფასის ორმაგი და სამმაგი ოდენობა.

საკრებულოს მაღალი თანამდებობისა და აპარატის თანამშრომლებისთვის პრემიების გაცემა გულიკო ზუმბაძემ დღეს შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება მიზანშეუწონელია. მისი თქმით, მას პრემიები არ მიუღია, რადგან თანამდებობის პირი არ არის.

"როდესაც თანამდებობის პირი ვიყავი, მაშინ ვიღებდი პრემიებს, მაგრამ ამხელა პრემია არასდროს ყოფილა", - აღნიშნა ზუმბაძემ.