McDonald’s-ი ხელოვნურ კონსერვანტებზე უარს ამბობს

სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელი McDonald’s-ი საკუთარ პროდუქციაში ხელოვნური კონსერვანტების, საკვების საღებავების და არომატიზატორების გამოყენებაზე უარს ამბობს.

ეს სიახლე ამერიკის ტერიტორიაზე განთავსებულ 14 ათას რესტორანს შეეხება.

„ჩვენ ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ხარისხი ჩვენი კლიენტებისთვის და ეს პოზიტიური ცვლილება კარგად ასახავს ჩვენს დამოკიდებულებას კლიენტების მოთხოვნებისადმი, რათა გაუმჯობესდეს McDonald’s-ის მუშაობა", - განაცხადა კომპანიის ამერიკის განყოფილების პრეზიდენტმა კრის კემზინსკიმ.

კონსერვანტი დარჩება მხოლოდ დამარინადებულ კიტრში, რომელზეც უარის თქმა კლიენტს ბურგერის შეკვეთის დროს შეუძლია.

კოკა კვირკველია