რატომ დგებით დილით ადრე? რატომ არსებობს თქვენი ორგანიზაცია? „რატომ“ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ, - ამის შესახებ TED-ზე პროფესორი საიმონ სინეკი საუბრობს.
როგორც სინეკი ამბობს, „რატომ“ - ეს არის ფუნდამენტური შეკითხვა, მიზანი და მიზეზი, რომელიც შთაგვაგონებს ვიმოქმედოთ ისე, როგორც ვფიქრობთ, ვაკეთოთ ის, რისიც გვჯერა და გვწამს. Ted Talk-ებს შორის საიმონ სინეკის „WHY” ერთ-ერთი საუკეთესოა. ავტორი ასევე განმარტავს, როგორ უნდა შთააგონონ ლიდერებმა ადამიანები, რომ იმოქმედონ. (საიმონ სინეკის გამოსვლით მთარგმნელი არის ანდრო დგებუაძე).
საიმონ სინეკის ბესტსელერი "Start With Why" ქართულ ენაზეც გამოიცემა სერია "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში.