ნოდარ ხადური შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს დელეგაციას შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დღეს შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს დელეგაციის წევრებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ შვეიცარიის კონფედერაციის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების სამსახურის უფროსი, ელჩი ლივია ლუ, შვეიცარიის გაერთიანებული სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველი დირექტორი დორით სალისი, ასევე შვეიცარიის ბიზნეს წრეების წარმომადგენლები.

"მხარეებმა ისაუბრეს ისეთ თემებზე როგორიცაა: ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ინვესტიციები, არსებული ბიზნეს-კლიმატი, საქართველოსა და შვეიცარიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხები და სხვა", - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.