საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,კარწახი“, ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების, ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა,- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და იაპონიის მოქალაქეების, მ.ა.ა-ს, მ.ა.მ-სა და ჰ.ნ-ს კუთვნილი ხელბარგებისა და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ს.ს-ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (69 აბი და 53 კაფსულა) და ფსიქოტროპული (44 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.