„მაერსკი“ თავის გემებზე გამონაბოლქვის გამწმენდებს დააყენებს

მსოფლიოში უდიდესი საზღვაო გადამზიდი, კომპანია „მოლერ-მაერსკი“ თავის რამდენიმე გემს, გამონაბოლქვის გამფილტრავი სისტემებით აღჭურვავს.

2020 წელს მსოფლიოში საწვავის ახალი რეგლამენტი ამოქმედდება და „მაერსკი“ ამისთვის წინასწარ ემზადება. 

საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ და გაერთიანებული ერების საზღვაო სააგენტომ, ერთობლივად შეიმუშავეს ახალი რეგლამენტი, რომელიც გემების საწვავში გოგირდის შემცველობის მკვეთრად შემცირებას ითვალისწინებს. კერძოდ, საწვავში გოგირდის მინარევები 3.5-დან 0.5 პროცენტამდე მცირდება.

ახალი რეგლამენტის დასაკმაყოფილებლად, გემთმფლობელებმა შემოვლითი გზა აირჩიეს - ისინი გოგირდის მაღალი შემცველობის იაფი საწვავის გამოყენებას გააგრძელებენ, მაგრამ გამოსაბოლქვ სისტემაში, გამწმენდ დანადგარებს დააყენებენ, რომლებიც გამონაბოლქვს გოგირდის მინარევებს მოაცილებს. კომპანიები გემებისთვის საწვავად ასევე იყენებენ გოგირდის დაბალი შემცველობის საწვავს და გათხევადებულ გაზს.

„მაერსკი“ აცხადებს, რომ გამონაბოლქვის გამწმენდების გამოყენება ერთადერთი ვარიანტი არაა იმისა, რომ კომპანიამ ახალი რეგლამენტი შეასრულოს. სპეციალისტები თვლიან, რომ გამწმენდების ექსპლუატაცია საკმაოდ ძვირი ჯდება და შესაძლოა, კომპანიებისთვის უმჯობესი იყოს, რომ მათ ნაკლები გოგირდის შემცველი საწვავის გამოყენება უფრო უღირდეთ.