ნიკოლოზ ბარათაშვილის აღმართზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან გამომდინარე, 28 სექტემბრის 21:00 საათიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემები დროებით შეიცვლება,- ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„N37 ავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მეტროს სადგურ „ისნამდე“ როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, იმოძრავებს ნავთლუღის, გულუასა და გორგასლის ქუჩების გავლით. ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრავი სხვა ავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროს სადგური „ავლაბარი“ განისაზღვრა, ხოლო მიკროავტობუსები - ბარათაშვილის ქუჩიდან ჯერ გორგასლის ქუჩაზე ჩაუხვევენ, შემდეგ 300 არაგველის ხიდის მეშვეობით დაუკავშირდებიან იალბუზისა და ბოჭორმის ქუჩებს, საიდანაც მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - აცხადებენ მერიაში.