რომელი ქვეყნის მოქალაქეები ხარჯავენ მოგზაურობაში ყველაზე მეტ თანხას

გასულ წელს მოგზაურობაში ყველაზე მეტი თანხა - 250 მილიარდ დოლარზე მეტი ჩინეთის მოქალაქეებმა დახარჯეს.

კერძოდ, აიფიემის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მოქალაქეებმა მოგზაურობაში 257.7 მლრდ დოლარი დახარჯეს.

მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატები, რომლის მოქალაქეებმაც ტურიზმში გასულ წელს 135 მლრდ დოლარი დახარჯეს; მე-3 ადგილს კი - 89.1 მლრდ დოლარით გერმანიის მოქალაქეები იკავებენ.

რეიტინგში მე-4 და მე-5 პოზიციებს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ინაწილებენ, რომლის მოქალაქეებმაც მოგზაურობაში 2017 წელს შესაბამისად, 71.4 მლრდ და 41.4 მლრდ დოლარი დახარჯეს.

bpn