ქართული ავიაკომპანია Myway Airlines თბილისი-რომი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს განახორციელებს.
როგორც Myway Airlines-ის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 28 ოქტომბრიდან რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას შესრულდება. ერთი გზის ფასი 320 ლარიდან, ხოლო ორი გზის - 633 ლარიდან დაიწყება.
ამასთან, უკვე ცნობილია, რომ 28 ოქტომბრიდან ავიაკომპანია Myway Airlines პირდაპირ ფრენებს თბილისი-ბუდაპეშტი-თბილისის მიმართულებითაც განახორციელებს და ფრენები ყოველ ხუთშაბათს და კვირას იქნება, ხოლო 20 ნოემბრიდან - სამშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.