ამერიკის მსხვილ ბანკებზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

აშშ-ის რამდენიმე მსხვილმა ბანკმა ბოლო დღეების განმავლობაში მათ სერვერებზე კიბერთავდასხმების გახშირება დააფიქსირა. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, საუბარია შემდეგ ფინანსურ ინსტიტუტებზე: Bank of America, Citigroup, JPMorgan Chase და Wells Fargo. როგორც სტატიაშია აღნიშნული, „ჰაკერები როგორც ჩანს, ეძებენ სუსტ წერტილებს კომპანიების კომპიუტერულ სისტემებში“. აშშ-ის ფედერალურმა ხელისუფლებამ, მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ბანკების ხელმძღვანელებზე გასცეს რეკომენდაცია, მიიღონ ზომები მათ სისტემებში უკანონო შეღწევის მცდელობების წინააღმდეგ“.

როგორც გამოცემა წერს, არასანქცირებულმა შეღწევამ საბანკო სისტემებში შესაძლოა, გამოიწვიოს ბაზარზე არასტაბილურობა. როგორც საინფორმაციო უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები აცხადებენ, ბოლო წლის განმავლობაში ჰაკერებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს შეტევების სიხშირე სხვადასხვა კომპიუტერებიდან, რათა განახორციელონ კრიპტოვალუტების გენერაცია. აღნიშნული დასკვნა გამოაქვს Cyber Threat Alliance-ს, რომელიც კიბერთავდასხმების გამოაშკარავებაზე და მათგან დაცვაზეა ორიენტირებული.

კოკა კვირკველია