ორშაბათს NASDAQ-ის ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგად კომპანია Tesla-ს აქციებზე ფასი 17,3%-ით (დაახლოებით 45,9 დოლარით) გაიზარდა და ერთ ერთეულ ფასიან ქაღალდზე 310,7 დოლარი შეადგინა.
მანამდე, 28 სექტემბრის ვაჭრობისას კი კომპანიის აქციები 11,96%-ით 270 დოლარამდე დაეცა. აღნიშნული ვარდნა დაფიქსირდა მას შემდეგ, რაც ამერიკის ფასიანი ქაღალდების ფედერალურმა კომისიამ სარჩელი სასამართლოში შეიტანა, რომელშიც კომპანიის ხელმძღვანელი ილონ მასკი აქციონერების გაურკვევლობაში განზრახ შეყვანაში დაადანაშაულა.
უკვე 29 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ მასკმა მიაღწია შეთანხმებას მარეგულირებელთან და ჯარიმის სახით 20 მილიონის გადახდის ვალდებულების გარდა, მიიღო გადაწყვეტილება დატოვოს დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტი კომპანიაში.
გარდა ამისა, აქციების ფასის ზრდაზე დადებითი გავლენა იქონია ორშაბათს გავრცელებულმა ინფორმაციამ კომპანიაში წარმოების კარგი მაჩვენებლებისა და შესაბამისად, გაყიდვების ზრდის შესახებ.
კოკა კვირკველია