2018 წელს ამერიკის სახელმწიფო ვალმა 21,5 ტრილიონი დოლარი შეადგინა

ამერიკის სახელმწიფო ვალი 2018 ფინანსური წლის განმავლობაში 1,2 ტრილიონი დოლარით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს - 21,5 ტრილიონ დოლარს მიაღწია.

ამის შესახებ გამოცემა The Washington Examiner-ი წერს.

გამოცემის მონაცემებით, ამერიკის სახელმწიფო ვალი გასული ფინანსური წლის განმავლობაში 20,245 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, წელს კი პირველად მიაღწია 21,516 ტრილიონ დოლარს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წლისთვის 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, ისევე როგორც ეს იყო ბარაკ ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს.

The Washington Examiner -ი ხაზს უსვამს, რომ 20 ტრილიონიდან 21 ტრილიონამდე საგარეო ვალის მოცულობა სულ რაღაც ნახევარ წელიწადში გაიზარდა.

კოკა კვირკველია