იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა ევროკავშირთა სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფებს დააწესებს.ამის შესახებ დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„თუ ვერ მივაღწევთ შეთანხმებას სასურველი შედეგით, დავაწესებთ საბაჟო გადასახადებს იმპორტირებულ ავტომობილებზე. შედეგად ამერიკის ბიუჯეტში შემოვა მილიარდობით დოლარი. განა ეს ცუდია? ახლა მიმდინარეობს წარმატებული მოლაპარაკებები. ვნახოთ, მათგან რა გამოვა. თუმცა მაქვს შეგრძნება, რომ ჩვენ მივაღწევთ წარმატებას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამერიკის ვაჭრობის სამინისტრომ პრეზიდენტის ბრძანებით დაიწყო კვლევა, რომლის მიხედვით უნდა დადგინდეს, იწვევს თუ არა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საფრთხეებს იმპროტირებული ავტომობილები და მათი მაკომპლექტებელი ნაწილების იმპორტი. ადმინსიტრაცია განიხილავს 25%-იანი საბაჟო ტარიფის დაწესებას ევროპიდან იმპორტირებულ ავტომობილებზე.
შეგახსენებთ, 25 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტმა ჯან კლოდ იუნკერმა დონალდ ტრამპმთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ამერიკის პოზიცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით სამართლიანია და ბევრი რამ სავაჭრო ურთიერთობებში არის შესაცვლელი. მანამდე კი, საუბრობდნენ ევროპის მხრიდან საპასუხო ზომების ამოქმედებაზე, რომელიც ამერიკიდან იმპორტირებულ პროდუქციას შეეხებოდა.
კოკა კვირკველია