მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს შემომწირველების უმეტესობამ 30-30 თეთრი შესწირა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გავრცელებული მონაცემების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს სექტემბერში 30-30 თეთრი 80-ზე მეტმა კერძო პირმა გადაურიცხა. ერთს მოქალაქეს შეწირული აქვს 10 თეთრიც.
რაც შეეხება დანარჩენ შემომწირველებს, სალომე ზურაბიშვილის ყველაზე მსხვილი შემომწირველები კახაბერ კობაივანოვი, დიმიტრი ადამია, ვახტანგ ლაღიძე, დავით თოფურიძე და თემურ მაცაბერიძე არიან, რომლებთაგან კობაივანოვს და ადამიას პრეზიდენტობის კანდიდატისთვის 60000.0-60000.0 ლარი, ლაღიძეს და თოფურიძეს - 50000.0-50000.0 ლარი, ხოლო მაცაბერიძეს - 30000.0 ლარი აქვთ შეწირული. 300.0 ლარი აქვს შეწირული ვლადიმერ ჩიხლაძეს, 2000.0 ლარი - ნიკოლოზ დალაქიშვილს, 1000.0 ლარი - ნიკა ასვანუას, 1500.0 ლარი - ენდი ხუციშვილს, 500.0 ლარი - ნანა ართილაყვას, 6000.0 ლარი - თამარ ჩხეიძეს, 100.0 ლარი - ალი ბანძელაძეს.
სალომე ზურაბიშვილმა სექტემბერში ჯამში 332,243 ლარის შემოწირულება მიიღო. ზოგადად ყველა საარჩევნო სუბიექტმა ერთად კი - 930,012 ლარი.