ფინანსთა სამინისტროსთან შეკრებილი „ომეგა ჯგუფის“ და ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროს შესასვლელში შევიდნენ.
ისინი მოითხოვენ, რომ რამდენიმეკაციან შემადგენლობას, რომელიც დაკომპლექტებული იქნება „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების ხელმძღვანელებისგან, ფინანსთა მინისტრს შეხვდნენ.
ისინი აცხადებენ, რომ ჯერჯერობით მინისტრის მისაღებში საშვთა ბიუროდან განხორციელებულ ზარებს არავინ პასუხობს, რის გამოც შენობაში შესვლა გადაწყვიტეს.
აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს შესახვედრად დროს 18:00 საათამდე აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღნიშნავენ, რომ ისინი ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ შესასვლელს არ დატოვებენ.