საქართველოში ელექტრონული რეზიდენტობის პრაქტიკა დაინერგება.ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივები პარლამენტს გადაეგზავნება და როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ხელისუფლების მიზანია, რომ უკვე 2019 წლის 1-ლი იანვრიდან მსგავსი სერვისი არსებობდეს ქვეყანაში.
პრემიერის განცხადებით, აღნიშნული პრაქტიკის დანერგვა ქვეყანაში 34 უცხო ქვეყნის მოქალაქეს შესაძლებლობას მისცემს, საქართველოში ჩამოუსვლელად საკუთარი კომპანიების ელექტრონული რეგისტრაცია და საბანკო ანგარიშების გახსნა მოახდინონ, ისარგებლონ სხვადასხვა საშეღავათო რეჟიმებით, და ა.შ.