რეგისტრირებული ტაქსის მძღოლები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან

რეგისტრირებული ტაქსის მძღოლები საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან. გარდა ამისა, რეგისტრირებული ტაქსის მძღოლები კიდევ რამდენიმე შეღავათს მიიღებენ.

კერძოდ, ტაქსის მძღოლს, რომელიც საქმიანობის ლიცენზიას 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებს, ასევე გავლილი ექნება ტექნიკური ინსპექტირება და ჰყავს მარცხენასაჭიანი, 4 კარიანი ავტომობილი, უსასყიდლოდ გადაეცემა ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი. ამასთან, ზემოთ აღნიშნული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტაქსის მფლობელს უსასყიდლოდ გადაეცემა ავტომანქანის სალონის ქიმიური წმენდის ვაუჩერებიც.

გარდა ამისა, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სპეციალურად ტაქსებისთვის დედაქალაქის მასშტაბით 250-მდე უფასო საპარკინგე ადგილი გამოიყოფა. დღეისათვის უკვე შერჩეულია 60-მდე ლოკაციაა, სადაც საპარკინგე ადგილები განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში თეთრის ფერის ტაქსები იმოძრავებს, ამასთან ამოქმედდება შეზღუდვები მარჯვენასაჭიან და ორკარიან ტაქსებზე.