"თბილისის აეროპორტში" არადეკლარირებული ოქრო აღმოაჩინეს

ყაზახეთის მოქალაქე რ.ი.-მ დეკლარირების წესის გვერდის ავლით ოქროს ნაკეთობების ქვეყნის ტერიტორიიდან გატანა სცადა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყაზახეთის მოქალაქე რ.ი. 19 ივნისს, მიფრინავდა რეისით თბილისი-ალმატი.

მათივე ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი" დათვალიერების შედეგად, მებაჟე ოფიცრებმა მგზავრის ბარგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ 37 ცალი საყურე, 30 ცალი ბეჭედი, 7 ცალი კულონი, 1 ცალი სამაჯური, 1 ცალი ყელსაბამი - აღმოაჩინეს. საქონლის ღირებულებამ 18038,22 ლარი შეადგინა.

საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.