"ყველა სამინისტროს დავალება აქვს, რომ ყველა მნიშვნელოვან რეიტინგში ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვხვდეთ ტოპ ხუთეულში"

ყველა სამინისტროს დავალება აქვს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მოვხვდეთ ყველა მნიშვნელოვანი რეიტინგის ტოპ ხუთეულში,- ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

„თუ ჩვენ „მუდისს" ავიღებთ ორიენტირად, ჩვენ დაგვრჩა 2 პუნქტი იმისთვის, რომ მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი. აქედან გამომდინარე, თითოეული რეფორმა ფასდება სწორედ იმ კრიტერიუმით თუ რამდენად დაგვეხმარება ესა თუ ის რეფორმა საინვესტიციო რეიტინგის მისაღებად. საქართველო ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა და 162 ქვეყანას შორის მე-7 ადგილზე ვართ. ყველა სამინისტროს დავალება აქვს, რომ ყველა მნიშვნელოვან რეიტინგში ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოვხვდეთ ტოპ ხუთეულში. ჩვენ ვართ ლიდერები რეგიონში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ უნდა ვიყოთ ლიდერები მსოფლიოს მასშტაბით",- აღნიშნა ბახტაძემ.