"ჩვენი ხელისუფლების ყველაზე მთავარი მონაპოვარია საკუთრების უფლების დაცვა"

ჩვენი ხელისუფლების ყველაზე მთავარი მონაპოვარია საკუთრების უფლებს დაცვა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთნ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საკუთრება ასეთი დაცული საქართველოში არასდროს ყოფილა.

"ეს არის ყველა რეფორმის ფუნდამენტი. თქვენ გახსოვთ, წინა ხელისუფლებამ ბევრი რეფორმა განახორციელა, მაგრამ არ დაიცვა საკუთრების უფლება. ყველა იმ რეფორმის ჯამური ფასი არის ნული, როდესაც საკუთრების უფლება არ არის დაცული. რაც შეეხება სხვა რეფორმებს, უამრავი რეფორმაა გატარებული, მაგალითად მოვიყვან მოგების გადასახადის რეფორმას. მე მგონია, ეს ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იყო, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკურ ზრდას და ეს პროცესი გაგრძელდება მომავალშიც", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.