"განცხადებები, რომელიც დღეს ბიზნესთან დაკავშირებით კეთდება, ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგია"

განცხადებები, რომელიც დღეს ბიზნესთან დაკავშირებით კეთდება, ეს არის სამწუხაროდ, ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა.მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ „ომეგა ჯგუფის" მთავარი მიზანია, რომ გადასახადები არ გადაიხადოს ან ეს თემა გაიტანოს პოლიტიკურ სიბრტყეში.

„რაც შეეხება ბიზნესისა და ხელისუფლების დღევანდელ ურთიერთობას, მე ვთვლი, რომ ზოგადად ბიზნესგარემო არის პოზიტიური. შეიძლება არსებობდეს რიგი ხარვეზები და რიგი საკითხები, რომელიც ბიზნეს აქვს ხელისუფლებასთან და შეხვედრაც დღეს ამიტომ არის, რომ მათი მხრიდან გარკვეული საკითხები თუ წუხილები იქნას წინა პლანზე გამოტანილი. ამიტომ, მსგავსი ტიპის კომუნიკაცია და აქტიური საუბარი მიმდინარე საკითხებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი",- განაცხადა ლექვინაძემ.