ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შენობასთან კომპანია „სვეტის“ მენაშენეები არიან შეკრებილები.მათი თქმით, ისინი მშენებლობის დასრულებას ითხოვენ. ისინი კომპანია „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების დაკავების გამო კმაყოფილებას გამოთქვანენ.
„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან აქციის გამართვა ჯერ კიდევ გუშინ გადავწყვიტეთ. თუმცა, ახლა გავიგეთ, რომ დაკავებულია სამშენებლო კომპანიის ორი წარმომადგენელი - კომპანიის დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და დირექტორი თორნიკე ჯანელიძე. კომპანიამ რთულ ვითარებაში ჩაგვაყენა უკვე მესამე წელია", - განაცხადა სამშენებლო კომპანია „სვეტის" მენაშენემ, სალომე დონდუამ განაცხადა.
აქციის მონაწილეებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან მიტანილი აქვთ ხმის გამაძლიერებელი, რის საშუალებითაც „სვეტის“ დამფუძნებელს, დაკავებულ გივი ჯიბლაძესა და კომპანიის დირექტორს თორნიკე ჯანელიძეს მიმართავენ: „გიწიათ ჩვენმა ცოდვებმა“.