“აქსის თაუერსი”, როგორც თბილისის ახალი ლენდმარკი, დუბაიში CITYSCAPE GLOBAL გამოფენაზე წარსდგა, - ამის შესახებ კომპანია „აქსისიდან“ იუწყებიან.
მათივე ცნობით, CITYSCAPE GLOBAL მსხვილმასშტაბიანი ღონისძიებაა, სადაც გავლენიანი და მნიშვნელოვანი ინვესტორები იყრიან თავს.
„CITYSCAPE GLOBAL ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო გამოფენაა უძრავი ქონების სექტორში და კარგი შესაძლებლობაა, როგორც საინვესტიციო პროექტების წარმოსაჩენად, ასევე ქვეყნის პოპულარიზაციისათვის“, - ნათქვამია „აქსისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„აქსისის“ წარმომადგენლებმა არაერთი შეხვედრა გამართეს გამოფენაში მონაწილე სხვადასხვა მნიშვნელოვან ინვესტორებთან და კომპანიების ხელმძღვანელებთან.
კომპანიის ინფორმაციით, „აქსის თაუერსი“, როგორც მთლიანად ქართული პროექტი, შექმნილი ქართველი არქიტექტორების მიერ გამოფენაზე ყურადღებას იქცევს თავისი არქიტექტურული გადაწყვეტილებით და გამორჩეული დიზაინით.
ღონისძიებაში საქართველოს მონაწილეობა „აწარმოე საქართველოს“ ორგანიზებით მოხდა.