სოფელი ნაფარეული დაისეტყვა

თელავის რაიონის სოფელი ნაფარეული დაისეტყვა.

სოფლის რწმუნებულის, ბიძინა ასაბაშვილის ინფორმაციით, სეტყვის შედეგად 100 ჰა ვენახი განადგურდა.

მისივე თქმით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის ადგილზე მუშაობს და ზარალს ითვლის. როგორც სოფლის რწმუნებულმა აღნიშნა, შესწავლის შემდეგ ზარალის შესახებ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაეგზავნება.