სექტემბერში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 9.1%-ით გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2018 წლის სექტემბრში საქართველოში 892,463 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა +5%-ია.
მათივე ცნობით, ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+22.9%), აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთიდან (+0.1%) და თურქეთიდან (+17.2%) განხორციელდა.
„საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 763,529 შეადგინა, ზრდა +5.7%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 536,302 შეადგინა, რაც 44,724-ით მეტია 2017 წლის სექტემბერთან შედარებით. (ზრდა +9.1%). ამის შესახებ ინფორმაცია ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.
საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა არის შემდეგი ქვეყნებიდან: ესტონეთი +86%, შვედეთი +82%, ნიდერლანდები +79%, გერმანია +62%, ლატვია +48%, ჩეხეთი +44%, საფრანგეთი +38%, გაერთიანებული სამეფო+30% და სხვა. განსაკუთრებული ზრდაა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +111%, ჩინეთი +95%, ბელარუსი +47%,იაპონია +38%, ისრაელი +36% და სხვა. ხოლო ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან და (+27.8%), აზერბაიჯანიდან შედგა. (+9.8%), საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები (2018 წლის იანვარი-სექტემბერი) 2018 წლის იანვარი-სექტემბრის თვის მონაცემებით საქართველოში 6,788,377 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი განხორციელდა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +11.2%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 5,647,109 შეადგინა, ზრდა+12.9%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 3,772,102შეადგინა, რაც 568,398-ით მეტია 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (ზრდა +17.7%)
ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+22.9%), აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთი (+0.1%) და თურქეთიდან (+17.2%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოში საერთაშორისო ვიზიტების ზრდა არის შემდეგი ქვეყნებიდან: ესტონეთი +95%, ნიდერლანდები +59%, რუმინეთი +58%, გერმანია +52%,ბელგია +50%, ჩეხეთი +47%, ესპანეთი +47%, გაერთიანებული სამეფო +43%და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეის რესპუბლიკა +134%,ჩინეთი +90%, ბელარუსი +46%,ქუვეითი 36% და ისრაელი +35%. ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი წინასწარი მონაცემებით 2018 წლის იანვარი-აგვისტოს მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს2,233მილიონ დოლარს (ზრდა +22.2%), რაც 405 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2018 წლის I-II კვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1,361 მილიონ დოლარს (ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7მილიარდ (2,704,339,872)დოლარს (ზრდა +28.1%), რაც 594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2018 წლის I-II კვარტლის მონაცემებით შეადგენს 7.1%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +17.6%-ია. 2017 წლის ჯამური მონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +13%,” - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.