„არემჯის“ წარმომადგენლებმა კაზრეთის და ბალიჭის საბავშვო ბაღებს ახალი სასწავლო წელი მიულოცეს

ახალ სასწავლო წელს დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღები ტრადიციულად სიახლეებით ხვდებიან.

წელს „არემჯის“ წარმომადგენლები საბავშვო ბაღებს პოეტ მაყვალა სიმონიშვილთან ერთად ესტუმრნენ, რომელმაც პატარებისთვის და ბაღის პედაგოგებისთვის ადგილზე საკუთარი ლექსების კრებულის პრეზენტაცია გამართა.

"არემჯის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში 2018-2019 სასწავლო წლისათვის დაბა კაზრეთის და სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღებისათვის შეძენილ იქნა საჭირო ინვენტარი, რომლისთვისაც კომპანიამ 10 000 ლარზე მეტი დახარჯა.

„ვულოცავ ორივე ბაღის აღსაზრდელებს და აღმზრდელებს სასწავლო წლის დაწყებას. ბაღი ის ადგილია, სადაც ბავშვი თავს ყველაზე უსაფრთხოდ და უზრუნველად უნდა გრძნობდეს. ყოველწლიურად ვცდილობთ ყურადღება არ მოვაკლოთ ამ პატარებს. წელს ორივე ბაღისთვის საჩუქრად შევიძინეთ თანამედროვე, მეთოდური მიდგომით დამზადებული ავეჯი. ასევე სტუმრად ჩავიყვანეთ მაშავერელი პოეტი, რომელმაც ბაღებს საჩუქრად საკუთარი საბავშვო ლექსების კრებული გადასცა“ -განაცხადა „არემჯის“ პიარ მენეჯერმა ნატალი ნოზაძემ.