ფილატელისტების "მონა ლიზა" - "ბრიტანული გვიანა",  აუქციონზე 2 წუთში რეკორდულ ფასად გაიყიდა

საფოსტო მარკა "ბრიტანული გვიანა" Sotheby's-ს აუქციონზე 9.5 მლნ დოლარად გაიყიდა.

ნიუ-იორკის Sotheby's აუქციონზე საფოსტო მარკის გაყიდვებში ახალი რეკორდი დამყარდა - ლეგენდარული საფოსტო მარკა "ბრიტანული გვიანა" 9.5 მლნ დოლარად გაიყიდა. მარკას ასევე უწოდებენ "ბრიტანულ ვარდისფერ გვიანას".

მიიჩნევა, რომ ეს მარკა ერთადერთი შემორჩენილი ეგზემპლარია იმ მარკებიდან, რომელიც 1856 წელს ბრიტანეთის კოლონიამ დაბეჭდა, მას შემდეგ, რაც ლონდონიდან მარკების შემოტანა შეფერხდა.

მარკა უნიკალურია და მისი განსაკუთრებულობის გამო მას ფილატელისტების "მონა ლიზასაც" კი უწოდებენ.

საფოსტო მარკას რვაკუთხედის ფორმა აქვს და წითელი ფერისაა. მარკაზე გამოსახულია სამქიმიანი გემი, რომელზეც დატანილია ლათინური წარწერა - Damus Petimus Que Vicissim ("გავცემთ და ვიმედოვნებთ მივიღებთ").

ერთცენტიანი მარკა, ერთადერთია იშვიათი მარკებიდან, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის კერძო კოლექციაში არ არის.

აღნიშნულ ლოტზე ვაჭრობა მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.