ელექტროძრავიანი ავტობუსებისა და მიკროავტობუსების იმპორტი და მიწოდება დღგ-სგან თავისუფლდება.ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
მისივე შეფასებით, ეს ცვლილება ხელს შეუწყობს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის გამოყენებას; გამონაბოლქვის შემცირებას და მწვანე ეკონომიკის განვითარებას.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატებმა არჩილ თალაკვაძემ, მამუკა მდინარაძემ და კახა კუჭავამ შეიტანეს.