Альфа-групп-ის წარმომადგენლები მიხაილ ფრიდმანი და ჰერმან ხანი კომპანია IDS Borjomi International-ის გაყიდვასთან დაკავშირებით Nestle-სთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
ამის შესახებ რუსული Коммерсантъ-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. Коммерсантъ-ის ცნობით, მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობს Coca-Cola. Nestle-სა და Coca-Cola-ში კი აღნიშნულზე კომენტარს არ აკეთებენ.
IDS Borjomi არის ერთ-ერთი უმსხვილესი მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია ევრაზიაში. კომპანია მართავს 9 ქარხანას რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში. კომპანიის ბრენდების პორტფელიო მოიცავს Borjomi-ის და "Святой источник"-ს.
„Альфа-групп-მა IDS Borjomi-ზე საკონტროლო პაკეტი 2013 წელს მოიპოვა Salford Capital Partners-ისგან, რომელიც ბორის ბერეზოვსკისთან და მისი ბიზნესპარტნიორ ბადრი პატარკაციშვილთან დაახლოებული კომპანია იყო“, - აღნიშნავს გამოცემა.
Коммерсант-ის წყარო აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში IDS Borjomi ძალიან აქტიურად ვითარდებოდა და აძლიერებდა მის პოზიციებს ბაზარზე, რაც შესაძლოა, სწორედ იმით იყო განპირობებული, რომ მისი გაყიდვა მომხდარიყო. უფრო კონკრეტულად კი, 2017 წლის მარტში კომპანიამ შეიძინა „ჩისტაია ვადა“ PNK Group-ის ხელმძღვანელისგან ანდრეი შარკოვისგან, რათა გაეზარდა ბრენდის დისტრიბუცია ციმბირსა და ურალში.
როგორც გამოცემა წერს, Nestle-ს და Coca-Cola-ს აქვთ აქტიური ინტერესი ბოთლში ჩამოსხმული წყლების ბიზნესში, რომელშიც მოღვაწეობს IDS Borjomi. წყაროს ინფორმაციით, შეთანხმება საშუალებას მისცემს Nestle-ს, დაიბრუნოს საკუთარი წილი ბრენდში "Святой источник", რომელიც IDS Borjomi-მ 2009 წელს შეიძინა.
კოკა კვირკველია