არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობა აღიკვეთა

საბაჟო გამშვებ პუნქტზე "სადახლო-საავტომობილო" კანონდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"19 ივნისს საბაჟო გამშვები პუნქტის, "სადახლო-საავტომობილოს", ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან შემოვიდა სომხეთის მოქალაქე ა.ა., არასრულწლოვან შვილიშვილთან ერთად. საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა მგზავრებს აღმოუჩინეს არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები, კერძოდ: ბეჭედი – 21 ცალი, სამაჯური - 7ცალი, კომპლექტი -11 ცალი (ბეჭედი წყვილი საყურით), საყურე - 3 წყვილი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 16649,82 ლარი", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე განმარტებით, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.