მსოფლიოს საუკეთესო ბრენდების 2018 წლის რეიტინგში საავტომობილო ბრენდებს შორის Mercedes-Benz პირველ ადგილზეა.
ბრენდმა მიმდინარე წელს მისი ღირებულების გაზრდა მოახერხა და კიდევ ერთხელ გახდა ყველაზე ძვირადღირებული საავტომობილო პრემიუმ ბრენდი.
რაც შეეხება ზოგადად Best Global Brands 2018-ის ათეულს, რომელსაც Interbrand-ი ყოველწლიურად აქვეყნებს, Mercedes-Benz-ი მერვე ადგილზეა. ამავდროულად, Mercedes-Benz-ი ერთადერთი ევროპული ბრენდია ათეულში. 2017 წელთან შედარებით ბრენდის ღირებულება 2%-ით გაიზარდა და 2018 წელს 48.6 მილიარდი დოლარი შეადგინა. ბრენდის ღირებულების ზრდა 2009 წლიდან გრძელდება.
Best Global Brands წელს მეცხრამეტედ გამოქვეყნდა. ის ყოველწლიურად დგინდება და რეიტინგს სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით ითვლის.
კოკა კვირკველია