მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს თანხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ძმამ და თბილისის მერმა კახა კალაძემაც შესწირეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ალექსანდრე ივანიშვილმა 3 ოქტომბერს სალომე ზურაბიშვილს 45 000 ლარი, კახა კალაძემ კი 1-ელ ოქტომბერს 50 000 ლარი შესწირეს.
აღნიშნულის გარდა, ოქტომბერში სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ კიდევ რამდენიმე ათეული მსხვილი შემოწირულებაა განხორციელებული, მათ შორის შემდეგი კერძო პირების მიერ: ხათუნა ჯაყელი - 5 000 ლ; შორენა ჭანკვეტაძე - 9 000; ქეთევან ხარაიძე 5,000 ლ; ფიქრია კამლაძე - 5,000; სოფიო თამაზაშვილი - 10,000 ; სერგო გალუსტიანი - 60,000 ლ; რევაზ სულუხია - 10,000; პალიკო კინტრაია - 10,000; ნინო აქიაშვილი - 5,000 ლ; ნიკოლოზ კინტრაია - 20,000 ლ; ნიკა მერაბიშვილი - 60,000 ლ; ნატა ყაზახაშვილი - 50,000 ლ; მერი მაღრაძე - 5,000 ლ; მერაბ ზუმბაძე - 5,000 ლ; მარინე არჩვაძე - 5,000 ლ; მარიკა ზარდიაშვილი - 5,000 ლ.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში სალომე ზურაბიშვილმა შემოწირულების სახით 332,245 ლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ 84-მა შემომწირველმა პრეზიდენტობის კანდიდატს 30-30 თეთრი გადაურიცხა.