რა ვითარებაა კახეთის გზატკეცილზე (+ვიდეო)

კახეთის გზატკეცილზე მოძრაობა ფაქტობრივად, პარალიზებულია.

თვითმხილველების თქმით, ვარკეთილის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე საკმაოდ გრძელი საცობია. მოქალაქეთა განცხადებით, ნახევარი საათიც კი უწევთ საცობში დგომა.

ამასთან, როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, ტერიტორიაზე არც პატრულის თანამშრომლები არიან, რომ მოძრაობა დაარეგულირონ და მხოლოდ საცობის დასასრულს დგას ერთადერთი საპატრულო ავტომობილი.

გარდა კახეთის გზატკეცილისა, საცობი იყო დღეს ავჭალაში, გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე და 

გურამიშვილის გამზირზე - მეტროსადგურ გურამიშვილის მეტროდან ღრმაღელის მეტრომდე. 

bpn