11-12 ივლისი – ბრენდინგისა და მენეჯმენტის გურუები თბილისში!

11-12 ივლისს თბილისი ბრენდინგისა და მენეჯმენტის გურუებს – ტომას გედს და შოჰამ ადიზესს უმასპინძლებს.

ღონისძიების ორგანიზატორია გამოფენების ცენტრი “ექსპოჯორჯია”, ოქროს სპონსორი ფაშა ბანკი. პროექტის ექსკლუზიური მარკეტინგული პარტნიორი Marketer.ge.

ღონისძიება ორ ნაწილად არის დაყოფილი:

11 ივლისი - ლექციას წაიკითხავს ადიზესის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი და ტრენინგებისა და სერტიფიცირების დირექტორი შოჰამ ადიზესი, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ატარებს სემინარებს და ტრეინინგებს, უწევს კონსულტაციებს სხვადასხვა კომპანიებს, ხოლო ადიზესის ინსტიტუტი ამერიკის 10 საუკეთესო საკონსულტაციო ორგანიზაციათა სიაში შედის.

"ექსპოჯორჯიაში", ბიზნესის განვითარების სემინარზე შოჰამადიზესი წაიკითხავს ლექციას თემაზე „თანამედროვე მენეჯმენტის პარადიგმები ახალი თაობის მენეჯერებისათვის“, რომლის ფარგლებშიც იგი ისაუბრებს ადიზესის მეთოდოლოგიის გამოყენებაზე ბიზნესში, სამომავლო გეგმების განსაზღვრისას და შეხვედრების საწარმოებლად.

12 ივლისი - ლექციას წაიკითხავს ბრენდინგის გურუ – ტომას გედი, საკონსულტაციო კომპანია Brandflight-ის დამფუძნებელი და უფროსი ბრენდინგის სტრატეგი. მისი კომპანიის კლიენტებს შორის არიან: BMW, Virgin, Nestlé, Johnson & Johnson, Airbus Industries, Deutsche Bank,Nokia.

ამჟამად კი ის კონსულტაციას უწევს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა: IBM, Apple, HP, Samsung, 3M და Intel. ტომას გედი არის ბრენდინგის დარგში მსოფლიო ბესტსელერების ავტორი: 4D Branding, Managing Brand Me.

12 ივლისს ”ექსპოჯორჯიაში” მისი სემინარის თემა იქნება „4D ბრენდინგი“, თანამედროვე სტრატეგია, აზროვნებაში შეღწევის სტრატეგია და ბიზნესის წარმატების სტრატეგია საქართველოში, რომლის შესახებაც ის ისაუბრებს ლევან კობერიძესთან ერთად.

სემინარზე დასწრება ფასიანია, რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს: http://bit.ly/1gjB162