აშშ ჩინეთის წინააღმდეგ „სავაჭრო კოალიციის“ შექმნას გეგმავს

აშშ ჩინეთის წინააღმდეგ „სავაჭრო კოალიციის“ შექმნას გეგმავს. ამის შესახებ თეთრ სახლთან არსებული ამერიკის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს ხელმძღვანელმა ლოურენს კადლოუმ განაცხადა.

„ჩვენ მივდივართ იქეთკენ, რასაც მე ვუწოდებდი სავაჭრო კოალიციას, რომელიც იქნება ჩინეთის საპირწონე. ჩვენ კვლავ ვესაუბრებით ევროკავშირს, კვლავ ვაწარმოებთ დისკუსიას იაპონიასთან“, - განაცხადა მან.

ამასთან, კადლოუს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი ამჟამად პეკინთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, მათ არ აქვთ იმედი, რომ ის შედეგიანად დასრულდება.

„არის გარკვეული მოსაზრებები ტრამპისა და სი ძინაპინის შეხვედრასთან დაკავშირებით დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში ბუენოს აირესში, თუმცა ეს ჯერ არაა დადასტურებული. მე უბრალოდ ვამბობ, რომ ამ შეხვედრის გამართვაზე ჯერ მხოლოდ ფიქრობენ“, - განაცხადა მან.

კოკა კვირკველია