ვისკი, რომელიც 1,1 მილიონად გაიყიდა

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ვისკი, 60 წლის დაძველების Macallan Valerio Adami 1926 1,1 მილიონ დოლარად აუქციონზე გაიყიდა.

მისი მყიდველი კერძო კოლექციონერია აზიიდან, რომელმაც შესყიდვა ტელეფონით განახორციელა, - აცხადებენ სააუქციონო სახლში Bonhams. კომპანიამ იტალიელი მსახიობის სახელობის ვისკის 12 ბოთლიდან ერთი მაისში გაყიდა, მაშინ შესყიდვამ 1,056,904 დოლარი შეადგინა.

მსგავსი ვისკები კოლექციონერებისთვისაა განკუთვნილი, მათი იშვიათობიდან გამომდინარე და მას სასმელად არ ყიდულობენ“, - აცხადებს აუქციონის სპეციალისტი მარტინ გრინი.

მისი განცხადებით, ეს გაყიდული ეგზემპლარი არის „ვისკების Rolls Royce”.

„რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვიცით მისი ყიდვის შემდეგ რა ხდება და ისიც შესაძლებელია, რომ მყიდველმა მილიონი მის დასალევად გადაიხადოს, მაგრამ ის უფრო სილამაზის ობიექტია და მისი ფლობა სწორედ ამ ფორმით არის მართებული, როგორც მუზეუმის ექსპონატის“ - განაცხადა მან.

თავის დროზე, ამ ვისკის 24 ბოთლი ჩამოასხეს და ამ დროისთვის უცნობია, რამდენი მათგანია შემონახული, ცნობილია, რომ ერთი მათგანი იაპონიის 2011 წლის მიწისძვრის დროს გატყდა.

კოკა კვირკველია