საერთაშორისო რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა

საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა.საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 1-ლი სექტემბრისთვის საერთაშორისო რეზერვების მოცულობამ 3,152 მლრდ  დოლარი  შეადგინა, რაც 127 მლნ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, რეზერვების მოცულობა 3, 025 მლრდ დოლარს შეადგენდა. 

3,152 მლრდ დოლარიდან სავალუტო რეზერვი 2,950 მლრდ დოლარს შეადგენს. აქტივები ასევე მოიცავს სავალუტო ფონდში 202 მლნ სესხების სპეციალურ უფლებებს.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი ბოლო თვეების განმავლობაში საკმაოდ აქტიურად ყიდულობს დოლარს. 2018 წლის  აპრილიდან დღემდე სებ-მა სავალუტო აუქციონზე 112,5 მლნ დოლარი შეისყიდა.