რამდენმა ქალმა შეიტანა განაცხადი თბილისის მერიაში ავტობუსის მძღოლის კურსებზე და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი?

ავტობუსის ქალი მძღოლების მოსამზადებელ კურსებზე, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ გამოაცხადა, ამ დროისთვის 10 განაცხადია შესული.როგორც სატრანსპორტო კომპანიაში Allnews.ge-ს განუცხადეს, კურსთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის მართვის მოწმობის აღების საფასურს, ავტოსკოლა დაფარავს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ქალებს ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე რეგისტრაცია 12 სექტემბერს შესთავაზა. კურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის წარდგენის ბოლო ვადად თავდაპირველად 2018 წლის 21 სექტემბერი დასახელდა. თუმცა, როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აღნიშნეს, შესაბამისი რაოდენობის განაცხადების არარსებობის გამო, თარიღმა 8 ოქტომბრამდე გადაიწია.

"პროექტი თბილისის MAN-ის ავტობუსების პროექტის ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანი სატრანსპორტო კომპანიაში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, ასევე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფაა.

პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება და ერთ-ერთ მიმართულებად ქალი მძღოლების მოსამზადებელი კურსები განისაზღვრა", - განუცხადეს Allnews.ge-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ქალი ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსი 25 ქალი მძღოლისთვისაა განკუთვნილი. სწავლების ხანგრძლივობა ერთი თვეა. რაც შეეხება კრტერიუმებს, კურსის გავლის მსურვველი უნდა იყოს 25 წლის და ზევით, ჰქონდეს B კატეგორიის მართვის მოწმობა და მძღოლად მუშაობის მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება. ამასთან, მძღოლს არ უნდა ჰქონდეს საგზაო მოძრაობის წესების სერიოზული დარღვევა, ავარია, მართვის მოწმობის ჩამორთმევა ან სხვა. როგორც სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, კურსდამთავრებულებს ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭებათ.   კითხვის   გაგრძელება