ხუდადოვის ქუჩის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

BMW Club Georgia-ს მიერ ორგანიზებულ გარბენთან დაკავშირებით, 7 ოქტომბერს, 07:00-დან 19:00 საათამდე ხუდადოვის ქუჩა N68-დან უიარაღოს ქუჩის N24-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიიდა ავრცელებს.

„ცოტნე დადიანის ქუჩიდან თბილისის ზღვის მიმართულებით ავტოტრანსპორტის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ურიდიას ქუჩის გავლით. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხუდადოვის ქუჩაზე, როგორც უიარაღოს ქუჩა N24-მდე, ასევე, ურიდიას ქუჩის გავლით, ივერთუბნის მიმართულებით იმოძრავებს. თბილისის მერია შეფერხებისთვის ბოდიშს გიხდით“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.