საუდის არაბეთის პროგნოზით 2030 წლისთვის ზოგიერთი ნავთობმომპოვებელი ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, მსოფლიო ნავთობის ბაზარზე პოზიციებს მნიშვნელოვნად დაკარგავენ.
აღნიშნული მოსაზრება Bloomberg-თან ინტერვიუში საუდის არაბეთის მომკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბენ სალმან ალ საუდმა გამოთქვა.
საუდის არაბეთის პრონცი ფიქრობს, რომ 2030 წლამდე ნავთობზე მოთხოვნა წელიწადში დაახლოებით 1-1,5%-ით გაიზრდება. „ზოგიერთები ფიქრობენ, რომ ამ ვადის შემდეგ მასზე მოთხოვნა შემცირდება, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ დროისთვის ძალიან ბევრი ნავთობმწარმოებელი ქვეყანა უბრალოდ გაქრება. მაგალითად, მნიშვნელოვნად დაეცემა ჩინეთის პოზიციები, თუ საერთოდ არ გაქრება როგორც მწარმოებელი, ასე იქნება სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც. ასევე 19 წელიწადში ბაზარზე პოზიციებს მნიშვნელოვნად დაკარგავს რუსეთი. თუ სრულად არა, ეს ქვეყანა იმ დროისთვის დაკარგავს 10 მილიონ ბარელს დღეღამეში, რომელსაც აწარმოებს“ - აცხადებს ის.
პრინცის თქმით, ამის შედეგად საუდის არაბეთს მოუწევს მეტის მიწოდება ბაზრისთვის: „ეს კი ჩვენთვის პრობლემა არ არის“.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის საუდის არაბეთი დღე-ღამეში 10 მილიონ ბარელზე მეტ ნავთობს აწარმოებს, აქედან ექსპორტზე გააქვს 7,7 მილიონი ბარელი. როგორც მოსალოდნელია ქვეყანა ნოემბრიდან გაზრდის ექსპორტს ირანის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების გამო.
რუსეთის ამჟამინდელი მოპოვება კი 11,36 მილიონი ბარელია დღე-ღამეში და ის ამის 200-300 ათასით გაზრდას გეგმავს. „ოპეკის“ პროგნოზით რუსეთში ნავთობმოპოვება 2020 წლამდე გაიზრდება, ამის შემდეგ კი ზრდა შეჩერდება.
კოკა კვირკველია