ფრანგმა მეანაბრეებმა მიმდინარე წლიდან მოყოლებული 31 მილიონი ევროთი იზარალეს.
საქმე ეხება მაქინაციებს, რომლის შედეგად თაღლითები შედეგად მათ ბიტკოინებში ფულის დაბანდებას ურჩევდნენ. ამის შესახებ გაზეთი Le Parisien საფრანგეთის ფინანსურ მაკონტროლებელ კომისიაზე დაყრდნობით წერს. ამ მონაცემებით მაქინატორებისგან 700-მა ადამიანმა იზარალა.
როგორც გაირკვა, თაღლითები მოქმედებდნენ ტელეფონებით და იმის გამო, რომ ძალიან ბევრი მეანაბრისათვის ბიტკოინი სიახლე იყო და ისინი ამ სფეროში ნაკლებ ინფორმაციას ფლობდნენ ამ კრიპტოვალუტის შესახებ, ისინი მანიპულირებენ რთული ტერმინოლოგიით, სთავაზობდნენ მათ მსხვილ შემოსავალს ბიტკოინებში ევროს ინვესტორებით, საბოლო ჯამში კი მათ მიერ გადარიცხული ფინანსები უბრალოდ ქრებოდა.
კრიპტოვალუტების ლეგალური ბირჟის Coinhouse-ის ინფორმაციით, რომელიც ბელგიაში ფუნქციონირებს, თაღლითებმა საფრანგეთზე ადრე დაიწყეს მანიპულირება, უკვე აზარალეს ბელგიელები100 მილიონი ევროთი . ექსპერტების განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთი ბელგიაზე ხუთჯერ დიდია, მომდევნო წლებში კრიპტოვალუტებში დაბანდებებით დაზარალებულთა ციფრი ბევრად მეტი იქნება.
კოკა კვირკველია